დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა პირველი არხის სამეურვეო საბჭოს დღევანდელმა სხდომამ.
ბორდის წინაშე საკუთარი პრეტენზიები და შენიშვნები პირველი არხის იმ თანამშრომლებმა წარმოადგინეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით დადგენილ ვალდებულებებს არ ასრულებს და საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებს ვერ პასუხობს. მათ პოზიციას სამეურვეო საბჭოს 11-კაციანი შემადგენლობიდან სამი წევრი იზიარებს. ბორდის დანარჩენი რვა წევრი კი არხის მიკერძოების და მოვლენების არაობიექტურად გაშუქების პრეტენზიებს არ ეთანხმება. საბჭოს წევრთა უმრავლესობამ არხის გენერალურ დირექტორსა და ბორდის თავმჯდომარეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. დღევანდელ სხდომაზე გაჟღერდა რამდენიმე ინიციატივაც. უკვე ხვალ ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები შევხვდებით.