სამეურვეო საბჭოს მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. „ჩვენ მივესალმებით კონსტრუქციულ კრიტიკას და მზად ვართ, მივიღოთ ის, მაგრამ დაუსაბუთებელი ბრალდება და, მით უმეტეს, მუქარა, უკვე მიუღებელი და შემაშფოთებელია“, – ნათქვამია მიმართვაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს, დააკვირდნენ მიმდინარე პროცესების დროს პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის მცდელობას და პრინციპულად შეაფასონ საქართველოს პირველი არხის მიმართ გაკეთებული განცხადებები.