სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა

საერთაშორისო სწავლება „მეიფელ არჩ“ 2023 დასრულდა. სამეთაურო-საშტაბო სწავლების წარმატებით დასრულება მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა მიულოცეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის პროცესში მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე.

სწავლების მიზანი პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატო-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება იყო. „მეიფელ არჩ“ ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. სწავლება საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა.