სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა

კრწანისში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა. სწავლებაში რუმინეთის, ხორვატიის, ბულგარეთისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ, მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიების ბოლოს ხორვატიის წარმომადგენლისთვის სწავლების სიმბოლური დროშის გადაცემის ცერემონია გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს სწავლების მასპინძელი ქვეყანა ხორვატია იქნება. სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი მტრულ გარემოში მოქმედებების დროს ამოცანების დაგეგმვასა და აღსრულებისას, ინტეგრირებული ლოჯისტიკური ქვედანაყოფების შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო.