სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის, პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე სასწავლო წელს სამოცმა მსმენელმა დაასრულა. მოგვიანებით, კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროგრამის მონაწილეებმა, სასწავლო წლის განმავლობაში, სამხედრო ოპერაციების პრინციპები, ლიდერობა და მენეჯმენტი, გაერთიანებული და ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვა, ომის თეორია და სამხედრო ხელოვნების ისტორია, ასევე თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები შეისწავლეს. არსებული სასწავლო პროგრამა, მსმენელებს საშუალებას აძლევს მიიღონ თანამედროვე სამხედრო განათლება, რათა განავითარონ სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევები ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე.