სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის გამოშვების ღონისძიება

თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის გამოშვების ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა წარმატებით დაასრულა. ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ. სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა.