„სამერ სეტი“ - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი თბილისში

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სამერ სეტი  ახალი გამოწვევებით ბრუნდება. ფესტივალის პირველი, საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის ზღვაზე 27 ივლისს გაიმართება. ფესტივალი პროექტ ჩექინ ჯორჯია 2018 -ის ფარგლებში იმართება.

სამერ სეტი 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება. ფესტივალის ახალი მოდელი საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, სპორტის 9 სახეობას და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ღონისძიებებს გააერთიანებს.