სამეგრელოში 82 წლის მამაკაცი დააკავეს

15:22, 21.10.2019

შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით სამეგრელოში 82 წლის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა სოფელ დარჩელში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 27 წლის მამაკაცია. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას ბასრი საგნით ჭრილობა მარჯვენა მხარის მიდამოებში აქვს მიყენებული.

ჭრილობა ქირურგიულად დამუშავდა. დაშავებული უკვე  პალატაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბაბუასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტის სავარაუდო მიზეზად შელაპარაკება სახელდება.

მსგავსი