სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის გამოკითხვა დასრულდა

ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა გამოძიების შეკითხვებს სამეგრელო – ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილ მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, დაუსვეს თუ არა შეკითხვები ქრთამის აღების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

პარალელურად, ზუგდიდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. დღეს დილით კი გამოძიებამ ამ საქმეზე ერთი პირი, ზაზა ხასაია დააკავა.