სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რწმუნებულის წარდგენა

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს წარუდგინა.

გიორგი გუგუჩია წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში, იყო ანტიკორუფციული სააგენტოს სამხარეო დანაყოფის ხელმძღვანელი. ახალმა რწმუნებულმა შეხვედრაზე თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და სხვა პრიორიტეტებზე ისაუბრა.