სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ანაკლიის ბანაკში

ანაკლიის ბანაკი სტუდენტების მეოთხე ნაკადს – სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს – მასპინძლობს. შეხვედრა გაიმართა განათლების მინისტრის მოადგილესთან და სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან. ისაუბრეს უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. აქცენტი გაკეთდა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, კვლევითი ინსტიტუტების განვითარებასა და სამედიცინო სფეროში დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობაზე.
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი იმყოფებოდა.