სამედიცინო ტექსტილის წარმოება

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტის, „დოქტორ გუდსის“ პრეზენტაცია გამართა.

კომპანია საქართველოში პირველად იწყებს სამედიცინო ტექსტილის წარმოებას და მომხმარებელს სტერილურ და არასტერილურ პროდუქტს შესთავაზებს. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საწარმო სამედიცინო სექტორს რამდენიმე პროდუქტით უზრუნველყოფს. მისი ძირითადი მიმართულებებია ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად საქართველოში დამზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

საწარმოში სტერილიზაციის კლასი რეგისტრირებულია საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.