სამედიცინო სერვისების პრობლემა რეგიონებში და ახალი პროექტები
რამდენად აკმაყოფილებენ სამედიცინო სერვისებზე მოქალაქეთა მოთხოვნილებებს რეგიონებში არსებული კლინიკები – ამ კუთხით ჯანდაცვის სისტემა წლებია პრობლემების წინაშეა.
გამოწვევებზე საპასუხოდ, ბოლო წლებში ჯანდაცვის უწყებამ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება, მათ შორის დიალიზის სერვისი, სხვადასხვა რეგიონში ამოქმედდა, გაიხსნა ახალი ამბულატორიებიც. პარალელურად მიმდინარეობს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განახლება. ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკაა.
რა სიახლეებია დიდი ქალაქების კლინიკებში და როგორია ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი გზავნილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს – დესი ვარდოსანიძე გიამბობთ.