რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები და დროებით დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია მიმდინარეობს. ბენეფიციარებს დილიდან წამყვანი კლინიკების პროფესიონალი სპეციალისტები უწევენ მომსახურებას. ამ დროისათვის უფასო სამედიცინო მომსახურება 400-მდე დროებით დევნილმა მოქალაქემ მიიღო. პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზუგდიდის დელეგატთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრება.