სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების პროტესტი

18:40, 24.12.2024

დედაქალაქში სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მანიფესტაციის მონაწილეები სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტებით ვაკის პარკთან შეიკრიბნენ და მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ევროპული კურსიდან გადახვევა, სამედიცინო სფეროსთვის ნიშნავს სამეცნიერო კვლევებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და ზოგადად ევროპული მედიცინისგან ჩამოშორებას. მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.

მსგავსი