რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს. კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა დღეს სოფელ ჩხორიის ამბულატორიაში, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარეს. პროცესს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, სოფლის ამბულატორიაში ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.