სამეცნიერო სპარინგი ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პირველი სამეცნიერო სპარინგი ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის. კახა დევდარიანის კრებული „ღამის მბეჭდავი“ იქცა ტექსტად, რომელსაც ორი ინტერპრეტაცია მიეცა — ერთი ადამიანის, მეორე კი ალგორითმის მიერ. მონაწილეებმა სცადეს ამოეცნოთ, ვისი ხედვა იყო უფრო ახლოს ავტორის ჩანაფიქრებთან. ღონისძიების მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანური ინტუიციის შესაძლებლობების შედარება შემოქმედებით პროცესში.