სამეცნიერო სიმპოზიუმი ეროვნულ მუზეუმში 

18:46, 29.01.2026

სამეცნიერო სიმპოზიუმი ჩატარდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში. ღონისძიება საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ისაუბრეს იტალიის როლზე კულტურული მემკვიდრეობის შეფასება და დაცვის საქმეში, არქეოლოგიაზე, ქვეყნებს შორის ცოდნის გაზიარებასა და საქართველოში მომუშავე იტალიელი ექსპერტების საქმიანობაზე. აქცენტი გაკეთდა ასევე გელათის და კლდეში ნაკვეთი კომპლექსების კონსერვაციისა და რესტავრაციის საკითხებზე.

მსგავსი