სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულმა პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ კაჭრეთში შეხვედრები გამართა. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების განვითარების კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვაზე იმსჯელეს და პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შესრულების მდგომარეობა მიმოიხილეს. გაიმართა, პროფესიული განათლების სტრატეგიის შეფასება ETF-ის პრეზენტაცია.