სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ გაიხსნა. თანამშრომლებმა თბილისიდან და რეგიონებიდან წარადგინეს მოხსენებები საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, არქივთმცოდნეობისა და რეგიონულ არქივებში დაცული გამორჩეული ფონდების შესახებ. კონფერენციის პარალელურად, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა გამოფენა „საქართველოს არქივები“. ღონისძიება არქივების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.