სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი KIU-ში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაფუძნდა. ცენტრს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ალექსანდრე მესხი უხელმძღვანელებს.
გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები ინოვაციური იდეების გარშემო გაერთიანდებიან, ჩაერთვებიან STEM კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო ფორუმებში. ცენტრის მიზანი საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან ერთად სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება, ახალგაზრდა მეცნიერების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, კვლევით პროექტებში მათი ჩართულობის გაზრდა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი შესაძლებლობების პოპულარიზაციაა.