სამეცნიერო კონფერენცია

„ილია და თანამედროვეობა“ – ამ თემაზე საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში, პირველი რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 181 წლისთავს მიეძღვნა. შეხვედრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, მურმან კვარაცხელიას ინიციატივითა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ილიას დარბაზის, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარდა.

ორგანიზატორების განმარტებით, საგურამოში  მსგავსი სამეცნიერო კონფერენციები ტრადიციულად მომავალშიც ჩატარდება.

დატოვე კომენტარი