სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოში
„ოკუპირებული აფხაზეთი – კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები“ – ამ თემაზე საპატრიარქოში ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 და დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის მიზანი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ისტორიული საკითხების გაანალიზება და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობაა. კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გახსნა. ღონისძიება მონაწილეობა მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, რომელიც სიტყვით გამოვიდა. კონფერენციას უნივერსიტეტების რექტორები, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს აფხაზეთში დაღუპულების სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.