ჯიღაურაში, ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“ გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებები. კონფერენციის ფარგლებში, საჯარო გახდა იმ კვლევის შედეგები, რომელიც ქართული ხორბლის ხუთი ენდემური სახეობისა და შვიდი ადგილობრივი ჯიშის ნუტრიენტული შემცველობის ფართო სპექტრს ეხება. აღნიშნული კვლევები, რომლის ინიციატივა ეკატერინა ხვედელიძეს და ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნით, ავსტრიის თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების შესაბამის წამყვან ლაბორატორიაში ჩატარდა. ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო.