სამეცნიერო კონფერენცია ბათუმში
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა ბათუმში. დააჯილდოვეს მკვლევრები. აკადემიკოსებს, პროფესორებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცა. ორდღიან სამეცნიერო ფორუმს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დარგის წამყვანი ექსპერტები ესწრებოდნენ.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ეროვნული მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციების განხილვას, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერასა და მეცნიერების პოპულარიზაციას.