სამეცნიერო კონფერენცია „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ გაიხსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.
სამდღიანი ღონისძიების მიზანია განათლების, როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალის წარმოჩენა და აღნიშნული მიმართულებით უნივერსიტეტების როლის ხაზგასმა. მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მათ შორისაა კლივლენდის, სორბონის, ავსტრიის და ვარშავის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.