სამეცნიერო კონფერენცია 

„აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ – ამ თემაზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.

ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას. აღნიშნული შეხვედრა აერთიანებს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მკვლევარებსა და  მეცნიერებს. საკანონმდებლო და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს. მონაწილეების მოხსენებები ეხებოდა ისეთ,  საკითხებს, როგორიცაა ტრანსნაციონალური დანაშაულის ახალი ფორმები, კიბერდანაშაულისა და ნარკოტრაფიკის გლობალური საფრთხეები, „ქოლ-ცენტრების“ სამართლებრივი შეფასება, საერთაშორისო უსაფრთხოება და ფულის გათეთრება.