სამეცნიერო კონფერენცია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 101 წლისა და მისი სახელობის კლინიკის დაარსების 46 წლისთავს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში დღეს გაიმართა.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო, რომელმაც სამედიცინო პერსონალს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება ქართული სამედიცინო სექტორის განვითარებაში, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის წვლილზე გაამახვილა.