სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თემაზე „კლიმატური პირობები – გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ყველა რგოლის ჩართულობის მნიშვნელობას. მონაწილეები, სამუშაო ფორმატში, განიხილავენ არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების, დროულად ჩატარებისა და პესტიციდების ეფექტიანად გამოყენების საკითხებს.
კონფერენციაზე განიხილეს ის ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და ასევე, რა უნდა გააკეთოს ფერმერმა იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი რისკები. კონფერენციის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაც.