გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“ გაიმართა. კონფერენციამ, საქართველოდან და უცხოეთიდან ახალგაზრდა მკვლევარები გააერთიანა. მთავარი მიზანი ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის აქტუალური საკითხების გარშემო, საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაღრმავება იყო. წელს კონფერენცია, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.