„ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ – ამ სახელწოდების ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე მეფე ერეკლე მეორეს დაბადების თარიღთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღეს. მკვლევართა ერთი ჯგუფის აზრით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით, ერეკლე მეორეს დაბადების თარიღად 1720 წლის 7 ნოემბრის ნაცვლად 7 ოქტომბერი დასახელდა. კვლევა ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს.
კონფერენცია თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.