სამეცნიერო ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სამეცნიერო ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ფორუმი სახელწოდებით – „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გუშინ ჩატარდა და ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო იყო. მასში ექვსი ქვეყნის 200-მდე მეცნიერი მონაწილეობდა.

ფორუმის მიზანი საქართველოში მეცნიერების არსებული მდგომარეობის, გამოწვევების, სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვა და სამეცნიერო სფეროში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გამოკვეთაა. ღონისძიების ფარგლებში, მიზნის მისაღწევად შემუშავდა სტრატეგია და რეკომენდაციები, რომლის განხილვაც დღეს მარიამ ჯაშის ხელმძღვანელობით პარლამენტის კომიტეტში გაგრძელდა.