სამების ტაძრის კამერული გუნდის სოლო კონცერტი

საშობაო-საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სამების ტაძრის კამერულმა გუნდმა რუსთაველის თეატრში სოლო კონცერტი გამართა. შესრულდა ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. გუნდმა საკუთარ და მოწვეულ სოლისტებთან ერთად შეასრულა: იოსებ კეჭაყმაძის, გია ყანჩელის, ზვიად ბოლქვაძის, ვახტანგ კახიძის, ჯონ დაიკსის, ენიო მორიკონესა და სხვათა მუსიკა.