სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეთა ნაკადი არ შემწყდარა

12:05, 21.03.2026

სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეთა ნაკადი არ შემწყდარა. მრევლმა რიგში ღამე გაათენა, რათა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნისთვის პატივი მიეგო. ისინი სანთლებით, ყვავილებითა და გალობით ახლაც მიუყვებიან გზას ტაძრისკენ, სადაც ის ადამიანია დასვენებული, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა ეკლესიას მიუძღვნა. სამების საკათედრო ტაძარში უწყვეტად სრულდება საგალობლებიც. მგალობელთა გუნდები დღისა და ღამის მონაკვეთში ერთმანეთს ენაცვლებიან.

მსგავსი