სამების საკათედრო გუნდის კონცერტები იტალიაში
დღესასწაული, რომელიც 25 წელიწადში ერთხელ იმართება.
სამების საპატრიარქო გუნდი რომსა და ფლორენციაში, სანტა მარია მაჯოროს და სან ლორენცოს ტაძრებში კონცერტებს გამართავს. პოლიფონიური გალობა, ხალხური სიმღერები და საგუნდო ნაწარმოებები კათოლიკური ეკლესიის ისტორიული ღონისძიების, „იუბილე 2025“-ის ფარგლებში უნდა აჟღერდეს.
ქართულ საგალობლებს დამახასიათებელი მრავალხმიანობით აუდიტორია იმ ისტორიულ ტაძრებში მოისმენს, რომლებიც იტალიური კულტურისა და არქიტექტურის უნიკალურობას ყველაზე თვალსაჩინოდ ასახავენ. იტალიაში საკუთარ შემოქმედებას კიდევ ერთი საგუნდო კოლექტივი, გორის ქალთა გუნდი წარმოადგენს.