სამძიმრის წიგნი

„ტვ პირველში“ ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის სამძიმრის წიგნი გაიხსნა.

მეგობრები, კოლეგები და მისი რესპონდენტები ჩანაწერებს ტოვებენ.

ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური კარიერა რადიო „ჯაკოში“ დაიწყო, შემდეგ  მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში,“ „მაესტროში,“ მე-9 არხზე, „იბერიასა“ და ტვ „პირველში“. მისი გარდაცველება მედიასივრცისთვის განსაკუთრებული დანაკლისია.