სამძიმრის წერილები ილია მეორის გარდაცვალების გამო

სამძიმრის წერილს აქვეყნებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. „ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ. მშვიდად განისვენოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი მარკ უოკერი. „ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას გლოვობს, პატრიარქის, რომელიც იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავისუფალ აღმსარებლობას საბჭოთა კავშირის მიერ რწმენის განადგურებისა და თავისუფლების ჩახშობის მცდელობების ფონზე.“ – წერს მარკ უოკერი.

ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. „ჩვენ, მთელ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად, მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქის ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს. , ილია მეორემ ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო, 1980-იანი წლების ბოლოსთვის საგრძნობლად გაიზარდა სასულიერო პირთა, მონასტრებისა და ტაძრების რაოდენობა. „მისი წინამძღოლობით, ეკლესიამ გააძლიერა თავისი ყოფნა და ხელახლა დაამყარა კავშირი მორწმუნეებთან ქვეყნის მასშტაბით. ასევე, მისი ხელმძღვანელობით გამოიცა ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი, საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეფორმების პერიოდში“,- აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.