სამძიმარი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს

ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ისინი სენაკში იმყოფებოდნენ.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ახლა მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს გარდაცვალების რეალური გარემოებები. მინისტრის თქმით, საქმე უკვე იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.