სამძიმარი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო

გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს პრემიერი ღარიბაშვილი. თანამედროვეობის უდიდესი მწერალი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა – მას არასოდეს მოჰკლებია ქართველი მკითხველის აღიარება და სიყვარული, – წერს მთავრობის მეთაური.

გურამ დოჩანაშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს პარლამენტის თავმჯდომარეც. მისი შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს მმართველი პარტიის თავმჯდომარეც. გურამ დოჩანაშვილმა დაგვიტოვა გენიალური მოთხრობები, რომლებიც გვასწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ადამიანის სიყვარულს, სიცოცხლის სიყვარულს, – წერს ირაკლი კობახიძე. მწუხარებას გამოთქვამს განათლების მინისტრიც.

 

დატოვე კომენტარი