სამძიმარი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო

18:10, 16.02.2025

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე დაღუპული ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს.” – წერს ირაკლი კობახიძე.
ტრაგედიას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტიც. მიხეილ ყაველაშვილი წერს: „ამ უმძიმეს წუთებში გულითად სამძიმარსა და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნავს ყაველაშვილი.
სამძიმრის წერილს აქვეყნებენ ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები: „მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

მსგავსი