სამძებრო სამუშაოები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკრაულას ხეობაში ერთ პირს ეძებენ. მუნიციპალიტეტების მერის ინფორმაციით, სამი მწყემსიდან ორის ადგილსამყოფელთან მაშველები უკვე მივიდნენ. მათგან ერთი მაშველებმა ხეობიდან გამოიყვანეს, მეორე კი ადგილზე საკუთარი ნებით რჩება.  მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მესამე მწყემსის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, მისი ადგილსამყოფელის დადგენა სპეციალური დრონებით ხდება.

შეგახსენებთ, რომ სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. მწყემსებს საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი და უხვი ნალექის გამო მათთან კომუნიკაცია ვერ ხდებოდა.