სამძებრო სამუშაო მყინვარწვერზე

სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე 3 ათას 600 მეტრ სიმაღლეზე დაშავებული ალპინისტების ევაკუაცია უკვე მოხდა.

მეტეოსადგურიდან ვერტმრენით ორი მოქალაქე ჩამოიყვანეს,  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ასევე მოხერხდა გარდაცვლილი, ბელგიის მოქალაქის გადმოსვენებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.