სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჯანდარის ტბაზე

ჯანდარის ტბაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. პროცესში ჩართულია როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე. მაშველები და მყვინთავები ტბაში ნავით არიან შესულები. ადგილზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრები. მათ მთელი ღამე მაშველებთან ერთად ტბის მიმდებარედ გაათენეს. სამძებრო ოპერაციებში დრონებიც ჩართეს. დაკარგულებს მაშველები მთელი ღამე ეძებდნენ. 21 და 27 წლის მამაკაცები ჯანდარის ტბაზე სანადიროდ იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ისინი დილით ნავით ტბაში შევიდნენ და დინებამ წაიღო.

დატოვე კომენტარი