სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თბილისში

12:19, 15.05.2025

მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევისას მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი ამოიყვანეს, ერთი პირის ძებნის ოპერაცია კი გრძელდება.

მანქანა მდინარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ გადავარდა. მთელი ღამის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტები, რამაც კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაკარგული პირების პოვნა ვერ ხერხდებოდა. მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც გზაზე საავარიო სიტუაცია შექმნა, რამაც მდინარე მტკვარში მანქანის გადავარდნა და ადამიანების დაღუპვა გამოიწვია. ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, მაშველებმა იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც 1 აპრილიდან იძებნებოდა, ასევე აღმოჩენილია მამაკაცის ცხედარი. მათ ექსპერტიზა უტარდებათ.

მსგავსი