სამძებრო სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში

სამძებრო სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მაშველები ახლა იმ 18 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. ადგილზე რჩებიან დაკარგულთა ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებმაც უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრი დღეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით დაათვალიერეს. ვითარება ჯერ ისევ მძიმეა, ადგილი, სადაც საკურორტო ზონა იყო, ნაშალითა და ლამით არის დაფარული, რის გამოც მაშველებს გადაადგილება უჭირთ. იგება დროებითი ხიდები, რომელთა გამოყენებითაც დამხმარე ძალა დატბორილი ტერიტორიის ახალ მონაკვეთებზე გადასვლას და ტექნიკის შეყვანას ცდილობს. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური განათებების დახმარებით, დაღამების მიუხედავად, ძებნის ოპერაცია არ შეწყდება