სამძებრო ოპერაცია ბაჰამის კუნძულებზე

ბაჰამის კუნძულები ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა სტიქიამ ნანგრევებად აქცია.

ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად 2 500-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. მათ ახლა მიწასთან გასწორებული შენობების ნანგრევებში ეძებენ.

ზარალი მასშტაბურია. დაინგრა 13 000-მდე საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა სტრატეგიული ობიექტები, საგზაო ინფრასტრუქტურა, რის გამოც სამაშველო ოპერაცია რთულდება.

კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულებზე ჰუმანიტარული კრიზისია. გადარჩენილები საერთაშორისო დახმარების და ქველმოქმედების იმედად არიან.