სამდღიანი ზავი - ვითარება უკრაინაში

რუსეთის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი ძალაში უკვე შევიდა, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით კვლავ მიიტანა იერიში ხარკოვზე. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტმა კი სამდღიან ზავს არაერთხელ უწოდა მანიპულაციის მცდელობა. გუშინ ღამით გავრცელებულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, ზელენსკიმ კვლავ მოითხოვა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინელი ლიდერის თქმით, მსოფლიო მხოლოდ რუსეთისგან ვერ ხედავს პასუხს ამ მოთხოვნაზე.