სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე კომპანიას წყლის მიწოდება შეუზღუდა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, რამდენიმე მსხვილ კომერციულ ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტები წყალმომარაგების ქსელზე უკანონოდ იყვნენ მიერთებული, რაც იწვევს წყლის დანაკარგებს, წნევის ვარდნას და სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით და მიზნად ისახავს რესურსის სამართლიან განაწილებასა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. უკანონო დაერთებების გამოვლენისა და შესაბამისი ღონისძიებების შესახებ მომხმარებლების გაფრთხილება, კომპანიამ გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.