სამაშველო–სამძებრო ოპერაცია ლაგოდეხში

სამაშველო–სამძებრო ოპერაცია ლაგოდეხში დასრულებულია. გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიიდან სამი ახალგაზრდა უსაფრთხოდ, მაშველების დახმარების გარეშე გამოვიდა. სოფელ ხიზაში ჩასვლა მათ დამოუკიდებლად, შემოვლითი გზით შეძლეს.

მოზარდებს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუტარდათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა ვითარებაა ლაგოდეხში, სადაც ძლიერმა წვიმამ ხევების ადიდება და სახვან-სათესი მიწების დატბორვა გამოიწვია – ბოლო ინფორმაციით კახეთიდან ჟანა დიდებაშვილი ისაუბრებს.