სამაშველო ოპერაცია თუშეთში ჩარჩენილი ტურისტების ჩამოსაყვანად

უხვი ნალექის შედეგად თუშეთში საავტომობილო გზა დაზიანდა, რის გამოც ტერიტორიის დატოვებას ათობით ტურისტი და მოქალაქე ვერ ახერხებს. მათი გადმოყვანის პროცესში დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთო.

ჟანა დიდებაშვილი იმყოფება თელავის აეროპორტში, რომელიც ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის მთაში ჩარჩენილი მოქალაქეების შესახებ.